TTC (თი თი სი)

ბოლო პროექტები

ნახეთ ჩვენი პროდუქტები გამოყენებაში

მონოლით პანორამა
01

მონოლით პანორამა

„მონოლით ჯგუფი“ აშენებს თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალა-კრწანისის ტერიტორიაზე.

სამშენებლო პროექტი განლაგებულია 12 ჰექტარზე, სადაც ახლო მომავალში განთავსდება 23 საცხოვრებელი კორპუსი, რეკრეაციული ზონები, სპორტულ მოედნები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, საბავშვო ბაღი, სკოლა და მრავალი კომერციული ობიექტი.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობის პროცესში გამოყენებულია „თი თი სი-ს“ შემდეგი საკარკასე მასალები.

  • სამშენებლო ფანერა
  • სამშენებლო დგარი
  • ქარგილის ჩამკეტი
  • ხრახნიანი ღერო
საუნივერსიტეტო ქალაქი
02

საუნივერსიტეტო ქალაქი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი მდებარეობს ქ. ქუთაისის ცენტრის მახლობლად.

160 ჰექტარზე განფენილი კამპუსის მშენებლობის პროცესში გამოყენებულია TTC-ის უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები.

გამოყენებული პროდუქცია:

  • სამშენებლო ფანერა
  • სამშენებლო კოჭი
კოლოსი დიღომი
03

კოლოსი დიღომი

კოლოსი დიღომი - თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც 8000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს.

აღნიშნული კომპლექსის მშენებლობის პროცესში გამოყენებულია „თი თი სი-ს“ მაღალი ხარისხის, სხვადასხვა სამშენებლო და საყალიბე მასალა.

გამოყენებული პროდუქცია:

  • სამშენებლო ფანერა
  • სამშენებლო კოჭი
  • სამშენებლო დგარი
  • სხვა სახარჯი მასალა
ფრესკო
04

ფრესკო

სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს, კეთილმოწყობილ შიდა და გარე სივრცეებსა და სავაჭრო დარბაზს.

"ფრესკოს" (ქუთაისის ქუჩა #31ა) ფილიალის მშენებლობის პროცესში გამოყენებულია „თი თი სი-ს“

სამშენებლო და საყალიბე მასალები:

მიწოდებული პროდუქცია კარკასისთვის:

  • სამშენებლო ფანერა
  • სამშენებლო კოჭი

ინტერიერისთვის გამოყენებული პროდუქცია:

  • ფანერა 4/4 (1525*1525მმ ფორმატით).

დაგვიკავშირდით

გიპასუხებთ უმოკლეს დროში