TTC (თი თი სი)

ჩვენ შესახებ

TTC - მრავალწლიანი გამოცდილება, მრავალფეროვანი არჩევანი და პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალები.

ჩვენ შესახებ
100-მდე
დასაქმებული
15+
წლიანი გამოცდილება

კომპანია „თი თი სი“ აქტიურად ოპერირებს საქართველოს შრომის ბაზარზე და ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს და დაასაქმოს ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანები.

დღესდღეობით “თი თი სი-ში” დასაქმებულია 100-მდე მაღალკვალიფიციური თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიზნობრივ მომსახურებასა და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

  • ხარისხი
  • სანდოობა
  • გამოცდილება
  • პასუხისმგებლობა
  • ხელმისაწვდომობა
  • პროფესიონალიზმი

რატომ ჩვენ?

გუნდი

ჩვენი პროფესიონალი გუნდის წევრები გაგიწევენ სრულყოფილ კონსულტაციას თქვენთვის სასურველ საკითხზე და დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი.

პროდუქცია

ჩვენი პროდუქცია შეიცავს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კომპონენტებს და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით, სიმტკიცითა და დატვირთვისადმი მაღალი გამძლეობით.

სერვისი

2007 წლიდან წარმატებით ვთანამშრომლობთ საქართველოს ლიდერ დეველოპერულ კომპანიებთან და აქტიურად ვართ ჩართულები სამშენებლო და საყალიბე მასალების რეალიზებაში.

კომპანიის ღირებულებები

ინოვაცია

ინოვაციური გადაწყვეტილებების ძიება პროდუქტების, სერვისისა და შეთავაზებების გასაუმჯობესებლად

ხარისხი

ვიცავთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და ვზრუნავთ სამშენებლო სექტორის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე

მომხმარებელზე ორიენტირებულობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მათი მოთხოვნილებების სრულყოფილად დაკმაყოფილება

ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

დაგვიკავშირდით

გიპასუხებთ უმოკლეს დროში